ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის შემდეგ ამერიკა ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ ღაზაში საავადმყოფო ისრაელს არ დაუბომბავს


მედიაში გავრცელებულმა ცნობამ, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს ტერიტორია დაბომბა, ახლო აღმოსავლეთში პროტესტი გამოიწვია. მომხდარიდან მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაასაჯაროეს ვიდეო, ფოტო მტკიცებულებები და აუდიოჩანაწერები, რომელიც ადასტურებდა, რომ საავადმყოფოს ტერიტორია ჰამასმა შემთხვევით დაბომბა.

მოგვიანებით, ამერიკის ოფიციალურმა პირებმაც თქვეს, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით საავადმყოფოს ტერიტორია ისრაელს არ დაუბომბავს.

„აშშ-ის მთავრობა აფასებს, რომ ისრაელი არ იყო [ამ თავდასხმაზე] პასუხისმგებელი“,- ამბობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში.

უოტსონი ამბობს, რომ აფეთქება, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა შესაძლოა გამოეწვია, ჰამასის მიერ გასროლილი რაკეტის ჩამოვარდნას. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები დღეში ასობით ხდება, რომელსაც მშვიდობიანი პალესტინელების სიცოცხლე ეწირება.

„აიდიეფ“ იგივე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მალევე გაასაჯაროეს დრონის კადრები, სადაც ჩანს საავადმყოფოს პარკინგის ტერიტორია, სადაც აფეთქება მოხდა. კადრებში არ ჩანს ღრმული, რაც ამყარებს ისრაელის გავრცელებულ პოზიციას, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, რომ თუ შეტევას ისინი განახორციელებდნენ, ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კვალი დარჩებოდა, ამის დასადასტურებლად კი მათ სხვა ჩანაწერებიც გაავრცელეს, სადაც ისრაელმა იერიშები მიიტანა.

ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, ისრაელში ვიზიტის დროს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენმაც. ამერიკის პრზიდენტმა თქვა: „იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ მომენტამდე, ჩანს რომ ეს ღაზაში ტერორისტული ჯგუფის მიერ შეცდომით გასროლილი რაკეტის შედეგად მოხდა“.

თავდაპირველად, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჰამასმა გაავრცელა. მედიასაშუალებებმა კი მასზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში საავადმყოფო დაბომბა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG