ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის შესახებ მკაცრი სიტყვების გასამყარებლად, შეერთებულმა შტატებმა პირველი ნაბიჯები გადადგა და მთელს ახლო აღმოსავლეთში თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებულ 13 პიროვნებას, 12 იურიდიულ პირს და მათი სახელით მოქმედ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციების სამიზნე, ჩინეთსა და გაერთიანებულ არაბულ საემიროებში არსებული, ირანული დამხმარე ქსელებიც გახდა, რომელიც თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიის და მასალების მოპოვებაზე მუშაობდა.

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების“ კორპუსის ელიტურ დანაყოფთან მომუშავე კერძო პირებს და ირანის მიერ მხარდაჭერილ, ლიბანურ ტერორისტულ ჯგუფ „ჰეზბოლასაც“ შეეხო.

XS
SM
MD
LG