ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხამენეი ამერიკას მორიგ ბრალდებას უყენებს


აიათოლა ალი ხამენეი საახალწლო მიმართვას შეერთებული შტატების მიმართ ბრალდების წაყენებისთვის იყენებს. კვირას გაკეთებულ საზეიმო მიმართვაში ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა ამერიკა მტრობის გაგრძელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დიდი უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში, ირანთან საქმის დაჭერას გაურბიან. ამის მიზეზად მან ამერიკული სანქციები დაასახელა.

პარალელურად ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საერთაშორისო პროცესებში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქვეყნის ზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. როჰანიმ გასულ თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში ამ უპირატესობის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შანსი მიეცა.

XS
SM
MD
LG