ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ირანთან ბირთვულ შეთანხმებას განიხილავს


დღეს, როცა ამერიკელი კანონმდებლები ერთთვიანი არდადეგებიდან დაბრუნდებიან, კონგრესის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმების განხილვა ბოლო ფაზაში შევა. ისინი ამ შეთანხმების ოფიციალურად უარყოფის ზომებს განიხილავენ.

კონგრესს შეთანხმების პირობების გასაცნობად და მის მოსაწონებლად ან უარსაყოფად, დრო 17 სექტემბრამდე აქვს. იმ დროს, როცა შედეგი სულ უფრო გარკვეული ჩანს, ინტრიგის შემცველი ის არის თუ ეს პროცესი შემდეგი კვირის განმავლობაში როგორ წარიმართება.

შეთანხმების საწინააღმდეგო ზომებს თუ ორივე პალატა მოიწონებს, შემდეგი ნაბიჯები ნათელია. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ შეთანხმების საწინააღმდეგო ნებისმიერ კანონპროექტზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ამის შემდეგ, კანონით, ვეტოს დასაძლევად კონგრესს კიდევ ერთი შანსი ექნება, მაგრამ 38 სენატორმა უკვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხარს უჭერს, რამდენიმე მათგანს კი საკუთარი პოზიციის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. პრეზიდენტ ობამას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია იმისთვის, რომ საწინააღმდეგო კანონპროექტი დაბლოკოს და შეთანხმება დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG