ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ინდოეთს უფრო აქტიურ თანამშრომლობას სთხოვს


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს ინდოეთს მოუწოდა, ამერიკასთან თანამშრომლობით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს გლობალური მასშტაბით.

კერი დელიში ინდოეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ “ინდოეთი ჩამოყალიბებული ქვეყანაა, რომლის მოქმედებებსაც მთელს პლანეტაზე აქვს გავლენა.” კერის თქმით, მსოფლიოს ორ უდიდეს დემოკრატიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი პრობლემების გადაჭრას შეუწობს ხელს, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ტერორიზმი.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ინდოეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ დადებითია, მაგრამ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ დიპლომატიას შეუძლია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.

XS
SM
MD
LG