ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხრეთი მეტი ქარიშხლებისთვის ემზადება


ჯორჯიის შტატი

ჯორჯიის შტატი

შეერთებული შტატების სამხრეთში, ცუდმა ამინდმა, სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა, სინოპტიკოსები კი მეტი დამანგრეველ ქარიშხლებს ელოდებიან.

კვირას ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ ჯორჯიაში, ჩრდილოეთ ფლორიდაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ალაბამაში, ძლიერი ქარიშხლები და მსხვილი სეტყვაა მოსალოდნელი.

გასულ უქმეებზე, ჯორჯიის შტატის ზოგიერთ ნაწილზე გადავლილმა ძლიერმა შტორმებმა და ქარიშხლებმა14 ადამიანი იმსხვერპლა. შაბათს, მისისიპიში, ქარიშხალმა კიდევ 4 ადამიანი იმსხვერპლა.

კვირას, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჯორჯიის გუბერნატორ ნათან დილს ესაუბრა და შტატის დაღუპული მოქალაქეების გამო მიუსამძიმრა.

XS
SM
MD
LG