ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფედერალურ სასამართლოებს დააკომპლექტებს


ამერიკის უზენაესი სასამართლო
ამერიკის უზენაესი სასამართლო

ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, მისი სურვილისებრ, დააკომპლექტოს ფედერალურ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ვაკანტური თანამდებობები. ფედერალურ სასამართლოებში ამჟამად 104 ვაკანსიაა.

ამასთანავე, მიმდინარე წლის თებერვალში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ ვაკანტურად დარჩენილი ადგილის შესავსებად, კანდიდატურას დონალდ ტრამპი წარადგენს.

2004 წელს, როცა პრეზიდენტი ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, ფედერალურ სასამართლო სისტემაში 54 ვაკანტური ადგილი იყო. ეს სხვაობა, იმითაა გამოწვეული, რომ მას შედეგ, რაც რესპუბლიკელებმა 2015 წელს სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, ისინი აყოვნებდნენ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცებას.

XS
SM
MD
LG