ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები ფილადელფიისთვის იბრძვიან


ტრიშია კანინგემი პენსილვანიის შტატში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის იბრძვის. “სუპერ-მოხალისე” როგორც თავის თავს უწოდებს წარწერებიან მაისურებს ყიდის და ეგრეთწოდებულ მერყევ შტატში ტრამპის კამპანიაში მონაწილეობს.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგებში ჰილარი კლინტონი ლიდერობს, რომელმაც კამპანიის მსვლელობისას ტრამპზე 30-ჯერ მეტი შემოწირულობა შეაგროვა. ტრამპის კამპანიამ კი უფროსი მრჩეველები მხოლოდ ივლისში იქირავა. მისი შტაბი ირწმუნება, რომ ტრამპს უპრეცენდენტოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

კანინგემი ოფიციალურად ტრამპის კამპანიის წევრი არ არის, მაგრამ პენსილვანიის შტატში ტრამპის საარჩევნო შტაბის დახურვის შემდეგ, მან 8 000-ამდე მოხალისეს მოუყარა თავი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით კლინტონს პენსილვანიაში გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა ისეთ პატარა დასახლებებში, რ ოგორიც მონროვილია, ტრამს კანინგემის მსგავსი ენთუზიასტი მხარდამჭერები ჰყავს.

XS
SM
MD
LG