ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებები ამერიკელებს ძვირი დაუჯდებათ


აშშ-ს არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება
აშშ-ს არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო დებატების დასრულების შემდეგ და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება მათი მომავალი პრეზიდენტი. თუმცა პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის და კანდიდატებს შორის მკვეთრი განსხვავების ფონზე, მომავალ პრეზიდენტს ბევრი რამის განმარტება მოუწევს ამომრჩევლისთვის.

„ძალიან მარტივია, არჩევნებს აქვს შედეგები. ეს გავს კონტრაქტს, რომელსაც ამერიკელ ამომრჩეველთან დებ. შენ აჰყავხართ სამსახურში. ხალხის წარმოდგენა იმაზე თუ რა საქმის გასაკეთებლად დაგნიშნეს ეყრდნობა იმას, თუ რას ამბობ შენ კამპანიის განმავლობაში“, - აცხადებს ბილ კლინტონის ყოფილი მრჩეველი, უილიამ გალსტონი.

გალსტონის თქმით, თუ ამერიკელები დონალდ ტრამპს აირჩევენ, მას მოუწევს იმის თქმა თუ რა დაჯდება მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ტრამპი ამბობს რომ კედლის ფასი 12 მილიარდი დოლარია, თუმცა დამოუკიდებელი ექპერტების თქმით, მსგავსი პროექტი 40 მილიარდი დოლარი დაჯდება. ტრამპი ამბობს, რომ კედლის მშენებლობის საფასურს მექსიკას დააკისრებს, მაგრამ ექპერტების აზრით ეს ნაკლებად შესაძლებელია.

მსგავსად ტრამპისა, კლინტონსაც მოუწევს საკუთარი ინიციატივების განმარტება.

„ის [კლინტონი] საუბრობდა ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, ყოვლისმომცველ საიმიგრაციო რეფორმაზე. ეს ის დაპირებებია, რომლის შესრულებასაც ამერიკელი მოსახლეობა დაელოდება“, - ამბობს გალსტონი.

თუმცა გაცემული დაპირებების შესრულება ფინანსებს მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის, „ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშვალდებულების კომიტეტის“ პრეზიდენტის, მაია მაკგინეასის თქმით. მომავალ პრეზიდენტს მოუწევს დაბალი ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ბაზრის პირობებში მუშაობა, რომელიც ზრდის ბევრ ამერიკელს უტოვებს არასტაბილურობის განცდას.

„დონალდ ტრამპმა გასცა დაპირებები შემწეობების პროგრამის, სამედიცინო დაზღვევის და სოციალური დაცვის სისტემების რეფორმირების თაობაზე. ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ არ გაზრდის გადასახადებს ოჯახებზე წელიწადში 250,000 დოლარზე ნაკლები შემოსავალით. ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ თუ იმდენი გინდა დახარჯო, რამდენიც მას [კლინტონს] სურს, მხოლოდ მდიდრებზე გადასახადების დაწესებით ამას ვერ გაწვდები“, - განაცხადა მაკგინეასმა.

შეერთებული შტატებისთვის, გარდა შრომის ანაზღაურების კლებისა და შემოსავლის უთანასწორობის ზრდისა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ქვეყნის ვალის ზრდა წარმოადგენს, რომელიც წლის ბოლოს 20 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

„ჰილარი კლინტონი შეინარჩუნებს სტატუს კვოს. ტრამპი კი უარესს იზამს“, - ამბობს მაკგინეასი.

„ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშვალდებულების კომიტეტის“ მიხედვით ტრამპი 5 ტრილიონი დოლარით გაზრდის ამერიკის ვალს, ხოლო კლინტონი 200 მილიონით. არცერთ მათგანი არ გეგმავს დეფიციტის შემცირებას.

XS
SM
MD
LG