ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანტორუმის უჩვეულო ნაბიჯი


Republican presidential candidate Rick Santorum leaves the stage after speaking before the American Israel Public Affairs Committee (AIPAC), in Washington, March 6, 2012. (AP)
Republican presidential candidate Rick Santorum leaves the stage after speaking before the American Israel Public Affairs Committee (AIPAC), in Washington, March 6, 2012. (AP)

რიკ სანტორუმმა განცხადებით ყველა გააკვირვა:

„ჩვენ გადავწყვიტეთ წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან შევწყვიტოთ.“

მიტ რომნის მხარდამჭერები ამ განცხადებას სიხარულით შეხვდნენ:

„დღეს კარგი დღე იყო“ განაცხადა რომნიმ.

სანტორუმი არჩევნებს მის მშობლიურ შტატ პენსილვანიაში პრაიმერების ჩატარებამდე ორი კვირით ადრე გაეთიშა. ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ის პენსილვანიის პრაიმერიში სავარაუდოდ წააგებდა. ტომას მანი ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი თქმით:

„სანტორუმმა გააცნობიერა, რომ საკუთარ შტატში მეორედ უნდა წაეგო. პირველად ეს სენატის არჩევნების დროს მოხდა. წაგებამდე მან გადაწყიტა, რომ რბოლას მანამ გათიშვოდა, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიაში უფრო მეტ მტერს გაიჩენდა.“

სოციალ კონსერვატორებმა სანტორუმს 10 შტატში მოაგებინეს, რამაც რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლა გაამძაფრა და გაახანგრძლივა. თვეების მანძილზე სანტორუმი მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის უპრინციპო პოლიტიკოსს უწოდებდა.

„ის ქვეყანაში ყველაზე ცუდი რესპუბლიკელია, რომელიც ბარაკ ობამასთან დასაპირისპირებლად შეიძლება შეირჩეს.“

რომნი კი, თავის მხრივ, თვეების მანძილზე ცდილობს ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილი კონსერვატორია.

სანტორუმის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტა რომნის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის გარანტიას აძლევს. შესაბამისად ახლა მას საშუალება მიეცემა ყურადღება ბარაკ ობამას კრიტიკაზე გაამახვილოს და იმის მტკიცება შეწყვიტოს, რომ ნამდვილი კონსერვაროტია.

ობამა დემოკტარი და დამოუკიდებელი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს:

„მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ და რა გვარის ხარ. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის კანი გაქვს, რომელ ეთნიკურ ჯგუფს და რომელ უმცირესობას ეკუთვნი - თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო რამ გვაერთიანებს - ეს ამერკიული ოცნებაა.“

რომნიმ მალე უნდა დაასახელოს საკუთარი ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მასთან ერთად იყაროს კენჭი:

„დღეს ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ამ ეტაპზე ვიცე-პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების სიაც კი არ მაქვს.“

რომნის საკმარისი დრო ეძლევა იმისთვის, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არსებული დაპირისპირებების გადაჭრას და ეცადოს მომრჩევლის მხარდაჭერა შედარებით ფართო მასშტაბურად მოიპოვოს.

საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი პიტერ ბრაუნი აცხადებს, რომ რომნის დიდძალი სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ დაძაბული პრაიმერების დროს ამომრჩეველში შექმნილი უარყოფითი შთაბეჭდილებები შეცვალოს:

„რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთზე ცუდად საუბრობენ. ამან კი ამომრჩეველში შესაბამისი შთაბეჭდილება დატოვა.“

სანტორუმის კამპანიიდან გათიშვის შემდეგ რომნის უარყოფითი კომენტარი არ გაუკეთებია:

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თეთრი სახლი და სენატი დავიბრუნოთ და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ამ საქმეს კარგად შევასრულებთ.“

XS
SM
MD
LG