ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის თავდაცვის მდივანი ავღანეთს სტუმრობს


მატისი ავღანეთში
მატისი ავღანეთში

ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი, დაუგეგმავი ვიზიტით ავღანეთს სტუმრობს. ის ქვეყნის ლიდერებთან უსაფრთხოების, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით არსებულ სიტუაციას განიხილავს.

მატისი ამერიკელ გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდება, რომელიც ავღანეთში საერთაშორისო ძალებს ხელმძღვანელობს. მატისს, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი უმასპინძლებს და ის ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთანაც გამართავს შეხვედრებს.

შეხვედრას, 10 თალიბანელი მებრძოლის მიერ, 140 ადამიანის მკვლელობა უძღვოდა წინ. თალიბანის მებრძოლები ავღანეთის სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ ბალხის პროვინციაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG