ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფოს" დიასპორა როგორც საფრთხე


ამერიკის კონტრ-ტერორიზმის მაღალჩონოსნები და სამართალდამცავები დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” თვითგამოცხადებულ სახალიფოზე მსჯელობენ.

დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ამერიკის და კოალიციის სტრატეგია დიდწილად იმ იდეას ეფუძნებოდა, რომ ერაყსა და სირიაში ტერიტორიების კონტროლის გარეშე დაჯგუფება დამარცხდებოდა. თუმცა “ისლამური სახელმწიფოს” სახალიფოს შესუსტების მიუხედავად, ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ დაჯგუფება ისევ დინამიურ და მძლავრ საფრთხედ დარჩება.

“ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სახალიფოს თავისი დიასპორაც ჰყავს. ეს ათასობითმებრძოლი სხვაგან გადაინაცვლებს. ჩვენი მისიაა ისინი შევაჩეროთ და შევაჩეროთ მათი შემოსვლა შეერთებულ შტატებში,” განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესის შიდა უსაფრთხოების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

სხვადასხვა ინფორმაციით, 120 ქვეყნიდან დაახლოებით 40 000-მდე უცხოელი მებრძოლი შეურთდა “ისლამურ სახელმწიფოს” სირიასა და ერაყში.

XS
SM
MD
LG