ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"


საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საურობენ.

„ამერიკის ხმა" ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა.

შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ბევრი კითხვა ისმის იმაზე, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რა გავლენას იქონიებს ეს ურთიერთობა რუსეთის სამეზობლოზე.

კონგრესმენი მარკ სენფორდი ამბობს, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს.

„კონგრესში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი განცხადებით პუტინთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ კონგრესში ორივე პარტიის ბევრ წარმომადგენელს სჯერა საქართველოსი და მისი იდეალების," ამბობს სენფორდი.

მისი თქმით, ამერიკის კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს ესმის საქართველოს ღირებულებების და "იზიარებს რწმენას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას რეგიონში.“

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარ წნეხს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფები მოახდენენ.

„საქართველოსთან თანამშრომლობას მეტ ყურადღებას აქცევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ტრამპი ევროპაში რუსეთის ქმედებებს ხედავს და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში და ვლადიმირ პუტინი ევროპაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. ეს ორი საკითხი განსხვავებულად უნდა ვნახოთ," ამბობს ჰანტერი.

კონგრესმენი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთს "ეტყვის დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარი მეტად აღარ დაარღვიოს და საბოლოოდ უკან დაიხიონ და საქართველოს სუვერენიტეტი აღიარონ.“

ჰანტერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაძლიერებაა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG