ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა აბსოლუტურად მიუღებელია


ირანის ბალისტიკური რაკეტა

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა „აბსოლუტურად მიუღებელია“ და ტრამპის ადმინისტრაცია მსგავს ქმედებებზე „თვალს არ დახუჭავს“, აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი.

ჰეილიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის საკითხზე იმსჯელა.

„ჩვენ მოვიწვიეთ შეხვედრა, რათა ინფორმაცია გაგვეცვალა. დადასტურდა, რომ ირანმა 29 იანვარს, საშუალო ზომის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია,“ განაცხადა ელჩმა.

უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუციით ირანს ბალისტიკურ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის არ დაშვებისკენ მოუწოდეს თუმცა რეზოლუცია ამის კონკრეტულ მოთხოვნას არ შეიცავს.

XS
SM
MD
LG