ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: ტრამპი პრეზიდენტობისთვის „შეუფერებელია“


შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტისთვის „საკუთარ შეუფერებლობას ყოველდღიურად ადასტურებს“. ბარაკ ობამა აგრძელებს კამპანიას დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად. ის ამჯერად სიტყვით ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში გამოვიდა.

დემოკრატიული პარტიის ნომინანტმაც კვირის ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტში გამართულ ღონისძიებაზე ანალოგიური განცხადებები გააკეთა. დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო შეხვედრებს ფლორიდის შტატში მართავდა. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე უმეტესად ოპონენტის კორუფციულ ბრალდებებზე საუბრობდა.

XS
SM
MD
LG