ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

236 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო

დღეს მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. 236 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტმა დიდი ბრიტანეთის კოლონიად ყოფნას წერტილი ოფიციალურად დაუსვა.

ახალგაზრდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს ათობით მილიონი ამერიკელი აღლუმებით, ფეიერვერკებით, კონცერტებით და წვეულებებით აღნიშნავს. დედაქალაქში ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკონის მემორიალს შორის მდებარე ეროვნულ მოლზე ასობით ათასი მაყურებელი იყრის თავს. დღეს საღამოს ღია ცისქვეშ გამართული კონცერტი და ფეიერვერკები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

XS
SM
MD
LG