ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქობულეთში დააკავეს ხუთი ადამიანი რადიოაქტიური ურანის გაყიდვის მცდელობისას


თბილისი, საქართველო, 28 აპრილი, 2016
თბილისი, საქართველო, 28 აპრილი, 2016

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში დააკავა ხუთი ადამიანი რადიოაქტიური ურანის გაყიდვის მცდელობისას. ამის შესახებ 28 აპრილს გამოაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ ამერიკულ დოლარად აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკონკრეტა, თუ ვისთვის ცდილობდნენ დაკავებულები რადიოაქტიური ნივთიერების მიყიდვას.

XS
SM
MD
LG