ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

UNICEF : ჰაერის დაბინძურება ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია


UNICEF
UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, შვიდიდან ერთ ბავშვს ისეთ დაბინძურებაში უწევს ცხოვრება, რომელიც 6-ჯერ და მეტჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით მიღებულ დონეს. ანგარიში მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ მარაქეშში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის მოამზადა, ნათქვამია რომ ბაშვებს უფრო მეტად აზიანებთ ჰაერის დაბინძურება ვინაიდან მათი ფილტვები და იმუნური სისტემა ჯერ ისევ განვითარების პროცესშია.

„ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 600, 000 ხუთწლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილიანობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია“ - აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი, ანტონი ლეიკი.

ორგანიზაცია მონაწილე ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები პრობლემის გადასაჭრელად.

XS
SM
MD
LG