ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერები ისეთ გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ იკრიბებიან, როგორიცაა სირიის ომი და ლტოლვილების კრიზისი.

გაეროს გენერალური ასამბლეა ამ ფორმატის ბოლო ყრილობაა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის და გაეროს გენერალური მდივან - ბან კი-მუნისთვის, რომელსაც უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.

მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 65 მილიონს შეადგენს. გაეროს გენერალური მდივანი დღეს სწორედ ამ პრობლემის მოგვარების შესახებ ისაუბრებს.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სამიტზე ამ პასუხისმგებლობების განაწილებაზე შევთანხმდებით. ამ პრობლემის მოგვარება ცალკე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია. ის გლობალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს,“ უთხა ბან კი-მუნმა ჟურნალისტებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG