ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: სირიაში შესაძლო ომის დანაშაულები ხდება


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიის მთავრობა და მეაბმოხე ჯგუფები ქალაქ ალეპოში, შესაძლოა, ომის დანაშაულებს ჩადიოდნენ.

სამთავრობო ძალები ცდილობენ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დააწესონ. ამ მიზნით, ქალაქი უყწვეტად იბომბება და ის გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილია. ასევე, ვერ ხერხდება მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა.

მეამბოხე ჯგუფები ალყის გარღვევას ცდილობენ და ალეპოს დასავლეთ ნაწილზე, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს, თავდასხმებს აძლიერებენ. ამის შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება.

გაეროს განცხადებით, მაღალი სამოქალქო მსხვერპლი იმაზე მიუთითებს, რომ მხარეები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევენ და თავდასხმებს სამიზნეების განურჩევლად აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG