ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების საკითხს განიხილავს


ჩრდილოეთ კორეა, რაკეტის გამოცდა
ჩრდილოეთ კორეა, რაკეტის გამოცდა

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა კვირა დილას გაუშვა. სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე, რაკეტამ 500 კილომეტრი იფრინა.

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ეს, მათი სიტყვებით, „კორეული სტილის, ახალი ტიპის სტრატეგიული შეიარაღების სისტემა“ იყო და მის გამოცდას ლიდერი კიმ ჯონგ ანი აკვირდებოდა.

ჩინეთის, რუსეთის და იაპონიის წარმომადგენლებმა რაკეტის გაშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

XS
SM
MD
LG