ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა გაეროს რეზოლუციას სირიაში ვეტო დაადო


გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლის მიზანი ქალაქ ალეპოში ცეცხლის 7 დღით შეწყვეტა იყო, რუსეთმა ვეტოთი უპასუხა. მოსკოვთან ერთად, რეზოლუციაზე პეკინმაც ვეტოს უფლება გამოიყენა. საბრძოლო მოქმედებების ხანმოკლე ვადით შეჩერება ალყაში მოქცეული ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის საშუალებას იძლეოდა.

“მსგავს პაუზებს მეამბოხეები ამუნიცის მარაგის შევსების და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის იყენებდნენ” - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა, რუსეთის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მისი თქმით, ეს ყოველივე “მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას კიდევ უფრო დაამძიმებს”.

რეზოლუციის ტექსტზე უშიშროების საბჭო თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. თავიდან 10-დღიან პაუზაზე იყო საუბარი, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერის იმედით, სამშვიდობო რეზოლუციის ვადები ერთ კვირამდე შემჭიდროვდა.

XS
SM
MD
LG