ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს რეზოლუცია ბირთვული იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდებს


የተባበሩት መንግሥታት ድርጅት ዋና መሥሪያ - ኒው ዮርክ

የተባበሩት መንግሥታት ድርጅት ዋና መሥሪያ - ኒው ዮርክ

გაეროს წევრმა ქვეყნებმა დიდი უმრავლესობით ხმა მისცეს გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა ბირთვული იარაღის აკრძალვას შეუწყოს ხელი.

ხუთშაბათს, გაეროს განიარაღების და საერთაშორისო უსაფრთხოების კომიტეტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ხელშეკრულება ბირთვულ იარაღს კანონგარეშე გამოაცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები ამის წინააღმდეგნი არიან.

შეერთებული შტატები, ისრაელი, საფრანგეთი, რუსეთი და ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც რეზოლუციას უარი უთხრეს. ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

XS
SM
MD
LG