ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით 2015 წელს კონფლიქტებისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 65 მილიონს გასცდა, რაც 2014 წელთან შედარებით 5 მილიონითაა გაზრდილი. გაეროს განცხადებით,მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საცხოვრებლის მიტოვება კონფლიქტების თუ დევნის გამო უწევთ.

ამავე ანგარიშის თანახმად ლტოლვილების ნახევარი სამი ქვეყნიდან - სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდან მოდის. ლტოლვილების 50 პროცენტს ბავშვები შეადგენენ, რომლებსაც კონფლიქტების გამო, ხშირ შემთხვევაში, ოჯახთან განშორება უწევთ. მხოლოდ გასულ წელს თავშესაფარი მშობლების გარეშე დარჩენილი 98 000 ბავშვისთვის იქნა მოთხოვნილი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG