ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას დამატებით სანქციებს დაუწესებს


ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეა

გაეროს უშიშროების საბჭო 30 ნოემბერს კენჭს უყრის ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიერ მისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების შეჩერებას ისახავს მიზნად. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი კენჭისყრას დაესწრება და დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის ქვანახშირის ექსპორტს შეეხება. ქვანახშირის ექსპორტი ქვეყნისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სანქციების დაწესებით შემოსავალი ქვანახშირის ექსპორტიდან სავარაუდოდ 60%-ით დაიკლებს, რაც წელიწადში 700 მილიონ დოლარს უდრის.

გაერომ მრავალჯერ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, რომ შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა და შეაჩეროს ბირთვული ცდები. თუმცა ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს გაეროს მოწოდებების უარყოფას და მეტიც, ოფიციალურმა ფხენიანმა ბოლო ბირთვული ცდა სექტემბერში ჩაატარა.

XS
SM
MD
LG