ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ყურადრებას ხმელთაშუა ზღვაზე შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ამახვილებს. წელს თითქმის იმდენივე ადამიანი დაიღუპა, რაც 2015-ში მთლიანად. ეს მაშინ, როცა გასულ წელს ზღვის გადაკვეთის მსურველი მიგრანტების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ მეტი იყო.

2016 წელს, 10 თვეზე ნაკლებ დროში სულ ცოტა 3, 470 დევნილი დაიღუპა. გასულ წელს დაღუპულთა რიცხვი 3, 771 იყო. განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პრეს-სპიკერმა უილიამ სპინდლერმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, ზღვის გადაკვეთის მცდელობას და ფატალურ დასასრულს შორის თანაფარდობის თითქმის სამმაგი ზრდა, შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მიგრანტები უფრო სახიფათო მარშრუტებს ირჩევენ და სამგზავრო ნავები, თუ გემებიც უფრო დაბალი ხარისხისაა.

XS
SM
MD
LG