ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიესალმება იორდანიის საზღვარზე დასახლებული ათობით ათასი სირიელი ლტოლვილისთვის სურსათის მიწოდების განახლებას. ივნისში იორდანიის მთავრობამ საზღვრები ჩაკეტა და ლტოლვილების მიღება შეწყვიტა, რის შემდეგაც საზღვარზე დარჩენილ ადამიანებს სურსათის და სხვა ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუწყდათ.

გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტივენ ობრაიენი ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებასაც მიაწვდიან.

გაეროს ინფორმაციით, სასაზღვრო ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად უდაბნოა, დაახლოებით 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ერთი წლის წინ აღნიშნულ ადგილს მხოლოდ 12 ათასი ადამიანი აფარებდა თავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG