ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის თაობაზე გაეროში საგანგებო სხდომა იმართება


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო შეხვედრას მართავს. დღის წესრიგში ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საკითხია. ირანს ბალისტიკურ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუციით აკრძალული აქვს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხდომის მოწვევა მას შემდეგ მოითხოვა, რაც კვირას, ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. რაკეტების ზუსტი ტიპი და მისი შესაძლებლობები ბოლომდე ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG