ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას


ყირიმის ოკუპაცია
ყირიმის ოკუპაცია

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს, რუსეთის მიერ ყირიმის დაპატრონებას. რეზოლუცია 73 ხმით 23-ის წინააღმდეგ გავიდა, ხოლო 76-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. დეკემბერში რეზოლუციის გენერალურ ასამბლეაზე გატანა იგეგმება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ანატოლი ვიკტოროვმა რეზოლუციას მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამერიკის ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა კი განაცხადა, რომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ყველა ზღვარს ცდება.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მაიდანის რევოლუციის შემდეგ განახორციელა. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი პრო-რუს სეპარატისტებს, მოსკოვსა და კიევს შორის, გრძელდება, 2014 წლის შემდეგ კონფლიქტს 9500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მინსკში მოეწერა, შეტაკებები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება.

XS
SM
MD
LG