ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ალეპოდან დაჭრილები ვერ გაჰყავს


გაეროს განცხადებით, ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის აუცილებელი უსაფრთხოების პირობების შესაქმნელად მებრძოლმა მხარეებმა საკმარისი არ გააკეთეს. შედეგად, გაერო იძულებული იყო ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდან დაგეგმილი სამედიცინო ევაკუაცია გადაედო.

"პარასკევს, ავადმყოფთა და დაჭრილთა ევაკუაცია ვერ დავიწყეთ, რადგან აუცილებელი პირობები არ გვქონდა,"-განაცხადა იენს ლაერკემ, გაეროს ჰუმანიტარული ოფისის სპიკერმა.

ლაერკემ არ დააკონკრეტა, თუ რომელმა მებრძოლმა მხარემ დაარღვია რუსეთის მიერ, გუშინ დაწესებული "ჰუმანიტარული შესვენება" და მან მხოლოდ ის თქვა, რომ გაერო და ალეპოს მოსახლეობა განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG