ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციაში ბრალდებული უკრაინელი მინისტრი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


მიკოლა სოლსკი
მიკოლა სოლსკი

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკი პატიმრობიდან 26 აპრილს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან გირაო გადაიხადა. მინისტრს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან უკანონოდ შეიძინა დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ღირებულების მიწა.

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) გამოძიების შემდეგ, სოლსკის დაკავების ბრძანება გასცა.

ანტიკორუფციულმა მოსამართლემ სოლსკის პატიმრობაში დატოვება 24 ივნისამდე გადაწყვიტა, თუმცა გათავისუფლების სანაცვლოდ 75 მილიონი ჰრივნის (1,9 მილიონი დოლარი) გირაო დააწესა. პროკურორმა მოსამართლისგან განსხვავებით, გირაოს გაცილებით მაღალი რეკომენდაცია 200 მილიონი ჰრივნის მოთხოვნის (5 მილიონი დოლარი) რეკომენდაცია გასცა.

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 75,7 მილიონი ჰრივნის ღირებულების გირაო გადაიხადეს სოლსკის გათავისუფლებისთვის, რომელიც „აგრძელებს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას“.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვინ გადაიხადა გირაო.

44 წლის სოლსკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის პირველი წევრია, რომელსაც ოფიციალურად ადანაშაულებენ კორუფციაში.

ბრალდებების წაყენების შემდეგ, მინისტრმა გადადგომის განცხადება დაწერა, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გამოაქვეყნა. სტეფანჩუკის თქმით, მინისტრის განაცხადს პარლამენტი მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

XS
SM
MD
LG