ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა პრემიერ აზაროვის შემდეგ


ოპონენტების აზრით იანუკოვიჩი ახალ პრემიერს „ოჯახიდან“ დანიშნავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

უკრაინა პოლიტიკური გაურკვევლობის ზღვარზე იმყოფება. ამის მიზეზი კი ორშაბათს პრემიერ-მინისტრის მიკოლა აზაროვის და მისი კაბინეტის გადადგომაა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მთავრობის დროებით ხელმძღვანელად დარჩენა სთხოვა, რადგანაც ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორებთან სერიოზული მოლაპარაკებისთვის ემზადება, რისი მთავარი საკითხიც მრავამილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღებაა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტეფან ბოსი არკვევდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 64 წლის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი თავად მისი სურვილი გახდა. ბატონ აზაროვს პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება პარლამენტში სურს და არა მთავრობაში. ის ორწელიწადნახევარი ქვეყნის ეკონომიკის სირთულეების დაძლევას ცდილობდა. თუმცა, უკრაინის მთავარ საექსპორტო პროდუქტზე - ფოლადზე მოთხოვნა დაეცა და ქვეყნის ეკონომიკაშიც შეკვეცის პერიოდი დაიწყო. ასევე შესუსტდა უკრაინის ეროვნული ვალუტა - გრივნა. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ აზაროვის გადადგომით, არსებული მთავრობის ხანაც დასრულდა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთლიანად მთავრობის გადადგომას ნიშნავს. ოპოზიციის ერთერთი ლიდერის არსენ იაცენიუკის განცხადებით, ის მიესალმება პრემიერ აზაროვის გადადგომას, თუმცა იქვე დასძენს, რომ თანამდებობა პრეზიდენტმაც უნდა დატოვოს. მისი განცხადებით:

„პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დაიწყო ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება და გადააყენა მთავრობა, თუმცა თავად დაავიწყდა განცხადების დაწერა თანამდებობიდან წასვლის შესახებ.“

იაცენიუკი აცხადებს, რომ მთავრობის გადაყენება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა და ქვეყნის პორბლემები ამჟამინდელი პრეზიდენტის პირობებში არ მოგვარდება. მთავრობის გადადგომამდე უკრაინაში 28 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დააყენა ცნობებმა ხმების გაყალბების შესახებ, ასევე ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს პატიმრობაში ყოფნამ.

ოპონენტების აზრით იანუკოვიჩი ახალ პრემიერს თავისი „ოჯახიდან“ დანიშნავს, რაც მის უახლოეს გარემოცვას ნიშნავს. ასეთებს მიეკუთვნებიან პირველი ვიცე-პრემიერი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მმართველი რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ოლექსანდერ ეფრემოვი ამბობს, რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

მისი თქმით, „ამ თანამდებობის დასაკავებლად რამდენიმე კანდიდატია შერჩეული. ასევე, არ გამოირიცხება ბატონი აზაროვის უკან დაბრუნების შესაძლებლობა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ბატონ აზაროვს დროებით სთხოვა დარჩენა, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფაზე არ დასრულდება მოლაპარაკება. სავალუტო ფონდი უკრაინას ერთერთ მოთხოვნად ბუნებრივი აირის და გათბობის ფასების გაძვირებას სთხოვს. ასევე კიევმა ფინანსური პაკეტის მისაღებად საბიუჯეტო დანახარჯკები უნდა შეკვეცოს. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს ის სავალუტო ფონდიდან ახალ 6.4 მილიარდ დოლარს ძველი დავალიანების დასაფარად.

უკრაინა ასევე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან, რომელიც მისი მთავარი ენერგო მიმწოდებელია. კიევი რუსულ გაზზე საფასურის დაწევას ცდილობს.
XS
SM
MD
LG