ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერიოზული ნაბიჯების მთელი სერია გადაიდგმება


„ძალიან სერიოზული ნაბიჯების მთელი სერია გადაიდგმება ორშაბათს ევროპის და ჩვენი მხრიდან“- სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ლონდონში რუს კოლეგას ხვდება. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ჯონ კერის და სერგეი ლავროვის საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეეცდება მხარეებს შორის წინააღმდეგობების გადალახვა მოხდეს.

„ძალიან სერიოზული ნაბიჯების მთელი სერია გადაიდგმება ორშაბათს ევროპის და ჩვენი მხრიდან, თუკი პატივისცემით არ მოეპყრნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვთავაზობთ“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ლავროვმა კი შექმნილ სიტუაციას „რთული“ უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი დრო დაიკარგა.

ჯონ კერი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მიონისტრ -დევიდ კამერონს და საგარეო საქმეთა მინისტრ -უილიამ ჰეიგსაც ხვდება. შეერთებული შტატების და ევროპის ლიდერები ყირიმში დანიშნულ რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად თვლიან და აცხადებენ, რომ მის შედეგებს არ ცნობენ. რეფერნდუმის ჩატარება ყირიმის ნახევარკუნძულზე კვირას, 16 მარტს იგეგმება.
XS
SM
MD
LG