ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს პროცესი გადაიდო


Tymoshenko’s Trials Cloud Ukraine’s Democratic Future
Tymoshenko’s Trials Cloud Ukraine’s Democratic Future

ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტიმოშენკოს მიერ ხარკოვში დაგეგმილ პროცესზე დაუსწრებლობა დასახელდა.


უკრაინელმა მოსამართლემ იულია ტიმოშენკოს პროცესი კიდევ ერთხელ გადადო. დღის წესრიგში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდება და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდება იყო.

მოსამართლის განცხადებით შემდეგი სხდომა 11 სექტემბერს შედგება. ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტიმოშენკოს მიერ ხარკოვში დაგეგმილ პროცესზე დაუსწრებლობა დასახელდა. ყოფილი პრემიერი სხვა დანაშაულებების გამო 7-წლიან სასჯელს უკვე იხდის. მისი განცხადებით, ორივე ბრალეულობა უკრაინის მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკური ვენდეტის ნაწილია.
XS
SM
MD
LG