ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები ბახმუტში "მახეში" არიან


უკრაინის მხარე აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები ბახმუტში "მახეში არიან" და რომ უკრიანულმა ჯარებმა ეს კონტრშეტევის ოპერაციის ფარგლებში მოახერხეს.

საბრძოლო მოქმედებების შესახებ რუსული წყაროების თქმით, მოსკოვის ძალებმა მოიგერიეს, ან შეაკავეს უკრაინის წინსვლა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 500 დღეზე მეტი გავიდა. უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც გასული თვის დასაწყისში დაიწყო, ფოკუსირებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის გათავისუფლებაზე და ბახმუტის ირგვლივ მყოფი რუსული ძალების მოგერიებაზე.

უკრაინული ძალების გენერალი, ოლექსადნრ სირკსი ამბობს, რომ უკრაინელ სამხედროებს ორივე სექტორში წინსვლა აქვთ.

"ბახმუტში მტერი მახეშია მოქცეული. ქალაქი ჩვენი თავდაცვითი ძალების ცეცხლის კონტროლის ქვეშაა... მტერს თავიანთი პოზიციებიდან ვაძიებთ",- განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

გენერალ ოლექსანდერ ტარნავსკის განცხადებით კი, სამხრეთში რუსებმა 24 საათში ასობით ადამიანი დაკარგეს და უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კონტრშეტევა, რომელიც მაღალტექნოლოგიური დასავლური იარაღით მიმდინარეობს, იმაზე ნელა მიიწევს წინ, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, კიევს სურდა გარკვეული წინსვლა მაინც დაეფიქსირებინა ნატოს სამიტისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს უკრაინული შეტევები დონეცკის რეგიონში, მათ შორის, კლიშჩიივკაში.

XS
SM
MD
LG