ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთის ლიდერი ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მიზეზებს აგროვებს, რომლის მიზანიც სახმელეთო გზის დაკავებაა. ეს გზა, კიევის თქმით, რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს ანექსირებულ ყირიმთან დააკავშირებს.

ყირიმში რუსული სამხედრო ძალების და იარაღის, მათ შორის, ს-400 „ტრიუმფ“ რაკეტების შეჯგუფება და გასულ კვირაში რუსეთის განცხადებები წინასაბრძოლო ესკალაციას წარმოადგენს. კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნახევარკუნძულზე დივერსანტები შეგზავნა, რომლებსაც „ტერორისტული აქტების ჩადენის“ გეგმა ჰქონდათ. კიევი ბრალდებას გადაჭრით უარყოფს.

კიევი ფიქრობს, რომ მოსკოვი შეტევას 18 სექტემბერს დაგეგმილ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ წამოიწყებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG