ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობა დათმობაზე მიდის


საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში გუბერნატორები კიევიდან აღარ დაინიშნებიან და რეფერენდუმებიც დასაშვები გახდება

არსენი იაცენიუკი დათმობებზე მიდის. მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიარაღებულ პრორუსულ სეპარატისტებს ულტიმატუმის ვადა ამოწურათ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის რეგიონალურ ლიდერებთან დათმობებზე წასასვლელად მზად არის.

იაცენიუკი უკრაინის ხელისუფლების სხვა ოფიციალურ წევრებთან ერთად დონეცკს ეწვია და ადგილობრივ ლიდერებს, ქალაქის მერებს და სხვა გავლენიან პოლიტიკოსებს შეხვდა. ის აცხადებს, რომ მზად არის უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს. რეგიონალური გუბერნატორები კიევიდან აღარ დაინიშნებიან და რეფერენდუმების დამოუკიდებლად დანიშნვაც დასაშვები გახდება.
XS
SM
MD
LG