ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი ააფეთქეს


პაველ შერემეტის მანქანა

პაველ შერემეტის მანქანა

დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში, მანქანის აფეთქების შედეგად, ცნობილი ბელორუსი ჟურნალისტი დაიღუპა.

უკრაინის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოს “უკრაინსკა პრავდას” ჟურნალისტი პაველ შერემეტის მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის სამსახურში წასასვლელად მანქანაში ჩაჯდა. შერემეტი 44 წლის იყო.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე განაცხადა, რომ აფეთქება ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მის სიკვდილს “დანაშაული” და “ტრაგედია” უწოდა.

პაველ შერემეტი

პაველ შერემეტი

შერემეტი პრო-დასავლური ღირებულებების ჟურნალისტი იყო. ის ბელორუსში დაიბადა, მაგრამ რუსეთის მოქალაქე იყო. შერემეტი რუსეთში საცხოვრებლად და ტელევიზიაში სამუშაოდ ბელორუსის ციხეში სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გადავიდა. 2014 წელს კი უკრაინაში ჩავიდა.

შერემეტის მკვლელობამ უკრაინაში და ქვეყნის ჟურნალიტურ წრეებში შოკი გამოიწვია. “უკრაინსკა პრავდას” დამფუძნებელი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს მას შემდეგ, რაც მან უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა კორუცფიულ გარიგებებში ამხილა.

XS
SM
MD
LG