ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სახელმწიფო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას გამოხმაურება მოჰყვა. მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრებს - მათივე განცხადებით - სახლებში ჯამში 7 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით აქვთ შენახული.

2014 წელს უკრაინაში მომხდარი საპროტესტო დემონსტრაციები და მათ შედეგად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან განდევნა უკრაინელებისთვის ახალი დასაწყისის იმედი იყო. მოსახლეობის ნაწილი მაშინ ფიქრობდა, რომ ხელისუფლების შეცვლით ქვეყანაში პოლიტიკოსების ახალი თაობა მოვიდოდა. თუმცა, გამოქვეყენებულმა დეკლარაციებმა ბევრ უკრაინელს, რომლებიც 2014 წელს მაიდანზე ბარიკადებთან იდგნენ, იმედები გაუცრუა.

უკრაინაში 50-ზე მეტი მოსამართლე მილიონერია. ამ სისტემას ღრმა ფესვები აქვს და ის ბევრ სფეროს მოიცავს.

მათ შორისაა ოლექსანდრა უსტინოვა არასამთავრობო ორგანიზაცია ანტი-კორუფციული ცენტრიდან. “მაიდანზე ასობით ადამიანი მოკვდა იმისთვის, რომ ახალი ხალხის არჩევის საშუალება მოგვცემოდა. ახლა, როცა დეკლარაციებს უყურებ, ხვდები, რომ ეს ახალი ხალხი არ არის. მათი უმრავლესობა ხელისუფლებაში ფულის გასაკეთებლადაა მისული,” ამბობს უსტინოვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს დეკლარაციაში უწერია, რომ მხოლოდ სახლში 1,6 მილიონი ამერიკული დოლარი ნაღდი ფულით აქვს შენახული. უკრაინელების უმრავლესობამ იცოდა, რომ ქვეყნის პარლამენტარების დიდი ნაწილი ძალიან მდიდარი იყო. ბრიტანული ორგანიზაცია “ჩატამ ჰაუსის” მკვლევარის ორისია ლუცევიჩი ამბობს, რომ “ეს ერთგვარი ბაზისი იქნება და ზოგიერთ ეს ადამიანი მომავალში ქონების რადიკალური ზრდის დეკლარაციას არ გააკეთებს.”

არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დეკლაპარაციაში საკუთარი ქონება რეალურ კაპიტალზე მეტად წარმოაჩინა. მათ ეს, სავარაუდოდ, იმისთვის გააკეთეს, რომ მომავალში კორუფციული გზით მიღებული შემოსავალი ისე გამოაჩინო, რომ ის ზედმეტად თვალში საცემი არ იყოს. ლუცევიჩს მიაჩნია, რომ ასეთი კორუფციის აღმოფხვრა მხოლოდ პროკურატურის გაძლიერებით და მისი საქმიანობის დახვეწით იქნება შესაძლებელი.

“იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ასეთი დიდძალი ქონების დაგროვება ისაა, რომ სასამართლო სისტემა არ მუშაობდა. უკრაინაში 50-ზე მეტი მოსამართლე მილიონერია. ამ სისტემას ღრმა ფესვები აქვს და ის ბევრ სფეროს მოიცავს,” ამბობს ლუცევიჩი.

დეკლარაციების გამოქვეყნებას ევროკავშირი მოითხოვდა. ეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოსაყოფად და უვიზო რეჟიმის მისაცემად ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

უკრაინის ანტი-კორუფციული სააგენტო ახლა დეკლარაციების გადამოწმებას შეუდგება. ამ პროცესში ისინი, დაახლოებით, 100 ათასი ფორმის ანალიზს გააკეთებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG