ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. კვირას დაწყებულ ინციდენტში უკვე, სულ ცოტა, 7 ადამიანი დაიღუპა. მხარეები ძალადობის ინიცირებაში ბრალს ერთმანეთს სდებენ.2014 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 10 ათასს აღწევს. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს - სადამკვირვებლო მისია იტყობინება, რომ უკაინაში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკრაინაში 28 იანვრის შემდეგ ბრძოლის გაინტენსიურებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

საბრძოლო დაპირისპირებაში მძიმე არტილერია და სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, რომელიც მინსკის შეთანხმების თანახმად აკრძალულია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ბრძოლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არის მსხვერპლი. ასევე დაიღუპა 10 სამოქალქო პირი. 17 ათასი სამოქალაქო პირ, მათ შორის, 2500 ბავშვი წყლის, გათბობისა და ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი."

ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო დეპატრამენტი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და ეუთოს დამკვირვებლების კონფლიქტის ზონაში შეშვებას სთხოვს.

XS
SM
MD
LG