ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის „გაბედულ“ მხარდაჭერას ითხოვს


ორშაბათს უკრაინამ კიდევ ერთხელ მიმართა მოკავშირეებს, "გაბედული" ნაბიჯები გადადგან და რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად, ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, რუსეთის გაძლიერებულმა სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა, უკრაინული ენერგოსისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც უკრაინა სულ უფრო აქტიურად ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

”ჩვენ სასწრაფოდ ვითხოვთ დამატებით "პატრიოტის" [ტიპის] და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას”, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ყველა პარტნიორს, გადადგას უპრეცედენტო და თამამი ნაბიჯები",- თქვა კულებამ.

„ახლა უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რუსული საჰაერო ტერორისგან, არა მხოლოდ უკრაინის ცას იცავს, არამედ ასევე იცავს მეზობელ მოლდოვას, რუმინეთსა და პოლონეთს, მათ საჰაერო სივრცეს, რაკეტებისა და დრონების უშუალო საფრთხისგან“, - დასძინა მან.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ტერიტორიის სრულად დასაფარად, ქვეყანას "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის 26 სისტემა სჭირდება. უკრაინის მთავრობის მოწოდებების შემდეგ, გერმანიამ პირობა დადო, რომ კიევს კიდევ ერთი სისტემას მიაწოდებს.

ორშაბათს, კულება თავის ნორვეგიელ კოლეგას ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა. მინისტრი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება, რათა კოორდინაცია გაუწიოს ძალისხმევას "პატრიოტების" სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

”ჩვენ სხვებთან ერთად ვმსჯელობთ , თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ [უკრაინას] იმაში, რომ მეტი "პატრიოტი" იყოს ხელმისაწვდომი”, - თქვა ეიდემ.

XS
SM
MD
LG