ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად პარლამენტის თანხმობა დაჭირდება


Brexit-ის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია, "მარში ევროპისათვის"

Brexit-ის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია, "მარში ევროპისათვის"

ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპის კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობას პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრ ლიამ ფოქსის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მთავრობას „ბრექსიტის“ პროცესის გადადება მოუწევს.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროპის კავშირთან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებს სამეფო პრეროგატივით 31 მარტამდე დაიწყებს, რაც მთავრობას საპარლამენტო მხარდაჭერას არ ავალდებულებს.

ევროპის კავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებიდან ბრიტანეთს ევრო-ბლოკის დასატოვებლად ორი წელი ექნება.

XS
SM
MD
LG