ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუვერენიტეტი, იმიგრაცია, უსაფრთხოება და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მომავალი-ეს დიდ ბრიტანეთში, დღევანდელ ისტორიულ რეფერენდუმზე მიმავალი ამომრჩევლისთვის ძირითადი საკითხებია. რეფერენდუმი გადაწყვეტს დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში. ქვეყნის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი ბლოკში დარჩენის მომხრეა. მან საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა რეფერენდუმში, მისი და სხვა ოპონენტების განცხადებით, ე.წ. ბრექზიტი, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას დააზიანებს. ბლოკიდან გამოყფის მომხრეები, კერძოდ ანტი-საემიგრაციო მოძრაობის ლიდერი ნიგელ ფარაჯი ამბობს, რომ ქვეყანამ კენჭი უნდა უყაროს საკუთარი საზღვრების დაბრუნებას. "ჩემთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ძალაუფლება- პრიორიტეტებია. მიკვირს რატომ ვსაუბრობთ დღეს ევროკავშირის დატოვებაზე"-ამერიკის ხმას უთხრა 41 წლის ქრიწ კრონინმა, რომელიც დღეს ლონდონში, რეფერენდუმში იღებდა მონაწილეობას.

რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა, როგორც მოსალოდნელა, მაღალი იქნება. დღევანდელი პროცესი ორ თვიანი კამპანიის კულმინაციაა. კამპანიის დროს მთავარი თემა იყო ემიგრაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2000 წლიდან თითქმის გაორმაგდა.

XS
SM
MD
LG