ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოყოფას სასამართლოში აპროტესტებენ


დიდ ბრიტანეთში აქტივისტები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილებას-ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლა საპარლამენტო რატიფიცირების გარეშე განახორციელოს.

უმაღლესმა სასამართლომ ამ საკითხის განხილვა დღეს დაიწყო და გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ორშაბათამდე გაგრძელდება. მთავრობა აცხადებს, რომ ტერეზა მეის აქვს უფლება ბრექსიტის მოლაპარაკებები დაიწყოს პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე. აქტივისტები კი ამბობენ, რომ ეს პროცესი საპარლამენტო გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა წარიმართოს.

23 ივნისს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG