ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2000 წელს ებოლის ვირუსმა უგანდაში 200 ადამიანი მოკლა

დასავლეთ უგანდაში ებოლის ვირუსმა იფეთქა. ვირუსმა სახელწოდება მდინარე ებოლასგან მიიღო, საიდანაც ეს დაავადება თავდაპირველად გავრცელდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, შაბათს კიბაალეს რაიონში, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ებოლის ვირუსით დაავადების 20 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 ავადმყოფი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე მედიცინაში ებოლის ვირუსის წინააღმდეგ რაიმე მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს. ებოლა სწრაფად ვრცელდება და ძირითადად ლეთალური შედეგებით მთავრდება. 2000 წელს ებოლის ვირუსმა უგანდაში 200 ადამიანი მოკლა.
XS
SM
MD
LG