ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვრთნების დროს 2 პოლონელი ჯარისკაცი დაიღუპა

ფოტო არქივიდან - 2019 წლის 10 მარტს გადაღებულ ამ ფოტოზე, პოლონეთის ჯარები საბრძოლო აღჭურვილობაში ჩანს ნატოს სხვა ძალებთან ერთად ხანმოკლე წვრთნების დროს ვესოლში, ვარშავის მახლობლად, ცენტრალურ პოლონეთში.

25 მარტს, ორი პოლონელი სამხედრო ინჟინერი ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ობიექტზე მიმდინარე წვრთნების დროს დაიღუპა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ტროტილის აფეთქებას მოჰყვა.

თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშინმა, ინციდენტი დაადასტურა. „ამ ტრაგიკულ მომენტში, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ჯარისკაცების ოჯახებთანაა“ - დაწერა თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

ინციდენტს, მიმდინარე თვეში, წინ უსრებდა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დრაუსკო-პომერანიაში მომხდარი კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა. მაშინ, სამხედრო წვრთნის დროს, ორ ჯარისკაცს, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებამ გადაუარა. ორივე მათგანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG