ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საგანგებო სხდომაზე თურქული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს განიხილავენ

თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს, სირიის მიერ თურქული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მკაცრ რეაგირებას თხოვს. თურქეთის ვიცეპრემიერის ბულენტ არინჩის განცხადებით, ნატოს საგანგებო სხდომაზე სამშაბათს, თურქეთი მოითხოვს იმის დაფიქსირებას, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება, მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასი იყო. თუ ალიანსი მხარს დაუჭერს სირიის მოთხოვნას, მაშინ ეს შესაძლოა ერთობლივი სამხედრო რეაგირების მიზეზი გახდეს. თუმცა ექსპერტები სამშაბათის სხდომაზე ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებას არ ელიან
XS
SM
MD
LG