ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი სიკვდილით დასჯას ითხოვს


აბდულკადირ მაშარიპოვი
აბდულკადირ მაშარიპოვი

მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც სტამბოლის ღამის კლუბში ახალ წელს მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით დააკავეს, სიკვდილით დასჯას ითხოვს. თურქეთის მედიაში აბდულკადირ მაშარიპოვის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება ვრცელდება, რომელშიც ის ამბობს, რომ განაჩენად სასჯელის უმაღლესი ზომის გამოტანას ისურვებდა.

სტამბოლის ღამის კლუბში ახალ წელს 39 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა. მაშარიპოვი ტერაქტის ადგილიდან გაიქცა, მაგრამ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ძებნის შემდეგ, 17 დღეში დააკავეს. ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.

XS
SM
MD
LG