ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სირიის საკითხზე სერიოზული წინააღმდეგობაა


თურქეთის პარლამენტმა თურქულ სამხედრო ძალებს სირიაში მოქმედების მანდატი ერთი წლით გაუგრძელა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:16 0:00
ბმული

ხუთშაბათს თურქეთის პარლამენტმა კენჭი უყარა საჭიროების შემთხვევაში სირიაში სამხედრო ძალის გადასროლის სანქციას. თურქ სამხედროებს მანდატი ერთი წლის ვადით გაუგრძელდათ. ძლიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპონირების მიუხედავად, რომ თურქეთმა სირიაში ნებისმიერი სამხედრო ჩარევისგან თავი შეიკავოს, საკანომდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ თურქეთის ხელისუფლება რატომ აგრძელებს არაპოპულარული პოლიტიკის გატარებას, საუბრობს იმაზეც, თუ საზოგადოების რა ნაწილის შეხედულება განსაზღვრავს ანკარის პოლიტიკას სირიის პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით.

მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური, ხალხის პარტია, კვლავ ძლიერ წინააღმდეგობას უწევს პარლამენტის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომელიც უფლებას აძლევს თურქეთის ხელისუფლებას სირიაში სამხედრო ძალა გადაისროლოს. ხალხის პარტიამ მმართველი ძალის პოლიტიკა გააკრიტიკა, და სირიელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, მანდატის გაგრძელება რეგიონში სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.


თურქული ყოველდღიური გამოცემის „ ტარაფის“ პოლიტიკური მიმომხლველი, სემი იდიზი აცხადებს, რომ მანდატის გაგრძელების მიუხედავად არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება სირიაში სამხედრო ძალას რეალურად გადაისვრის.


სემი იდიზი: არ მოველი თურქეთის მხრიდან ცალმხრივ ჩარევას, თუკი ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე არ შეექმნება. ხელისუფლებამ გააგრძელა მანდატი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არც ქვეყნის ოპოზიცია ემხრობა და არც საზოგადოებრივი აზრი უჭერს მხარს. ასე რომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ეს მანდატი თავისი დანიშნულებით იქნას გამოყენებული.


თურქეთის მმართველი პარტია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ძალას წარმოადგენს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთმა სირიის საზღვართან მყოფი საკუთარი სამხედრო დანაყოფები გააძლიერა, და ასევე სირიის მეამბოხე ძალებსაც უწევს დახმარებას. გასულ თვეს მათ სირიის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, და ირწმუნებოდნენ, რომ მათ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგია.


სინან ულგენი, რომელიც ბრიუსელში კარნეგის სასწავლო ცენტრში მიიწვიეს, აცხადებს, რომ სირიაში კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, თურქეთის დამოკიდებულება შესაბამისი იქნება და უფრო გამკაცრდება.


სინან ულგენი: თურქეთში ფიქრობენ, რომ თურქეთში მოსალოდნელია დაძაბულობის გაზრდა . ფიქრობენ იმასაც, რომ თურქეთი საკმაოდ იზოლირებულია, და იმის გათვალისწინებით რომ თურქეთი სირიის მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ სირიისთვის და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის გაცილებით ადვილი იქნება თურქეთზე საპასუხო დარტყმების მიტანა.


თურქული ტელე-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ასადმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მათ ძვირი დაუჯდებათ ალ-ყაიდას იმ დაჯგუფებებთან თანამშრომლობა, რომლებიც მის რეჟიმს ებრძვიან.


თუმცა ანკარა ალ-ყაიდასთან თანამშრომლობას მტკიცედ უარყოფს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ალ-ყაიდას დაჯგუფებები თურქეთ-სირიის საზღვარზე მოძრაობენ, რაც კიდევ უფრო ზრდის თურქეთის საზოგადოების შეშფოთებას ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებასთან სირიის საკითხთან დაკავშირებით.


სტამბოლის კადირ ჰესის უნივერისიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ექსპერტი სოლი ოზელი ამბობს, რომ ასეთი შეშფოთების მიუხედავად ნაკლებ მოსალოდნელია, რომ თურქეთის ხელისუფლება თავის პოლიტიკას შეცვლის.


სოლი ოზელი: ისინი ყველა მომენტს ერთ ჭრილში განიხილავენ, და ისინი ამ მიმართულებას ბოლომდე იზიარებენ. მათი მთავარი მიზანი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამარცხებაა. მათ ეგონათ, რომ ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებიდან უმტკივნეულოდ წავიდოდა და ისლამისტები მოვიდოდნენ. თურქეთის ხელისუფლებაში სწორედ ისლამისტები არიან, და ფიქრობდნენ რომ კომფორტული და იდეოლოგიურად თანაზიარი პოლიტიკა ექნებოდათ.


თუმცა ექსპერტი იდიზი ამბობს, რომ თურქეთის საზოგადოებრივ აზრს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზომიერი გავლენის მოხდენა შეუძლია.


სემი იდიზი: ეს გახდება ძლიერი ფაქტორი მომავალ თვეებში . თურქეთში რამდენიმე არჩვენები იმართება, 2014 წლის დასაწყისში ჯერ ადგილობრივი ორგანოების არჩევნები იმართება, რომელსაც 2015 წლისთვის უკვე საპრეზიდენტო შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები მოსდევს. ასე რომ პოლიტიკურად ძალიან გაჟღენთილ გარემოში ხელისუფლება ძალიან ყურადღებიანი იქნება საზოგადოების შეხედულებებთან დაკავშირებით.

თურქეთის სამხედროთა დიდი რაოდენობა მძიმე სამხედრო ტექნიკასთან ერთად თურქეთ-სირიის საზღვარზე რჩება. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვინაიდან არჩევნები ახლოვდება, მოსალოდნელია რომ მანდატის გაგრძელების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება უფრო დიდი სიფრთხილით მიუდგება სირიის საკითხთან დაკავშირებულ პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG