ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-სირიის ურთიერთობები იცვლება


თურქეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მის ქვეყანას სირიასთან ნორმალური ურთიერთობა ექნება. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა ანკარის მიერ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის შემდეგ შეწყდა.

პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას თურქეთის საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებად ასახელებს.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ანკარა მხარს სირიის ოპოზიციას და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაყენებას უჭერდა. ყოფილი თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი ამბობს, რომ სირიასთან ურთიერთობების დალაგება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„პირველ რიგში კონტრტერორისტული მიდგომა იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პოლიტიკური ურთიერთობები გაუმჯობესდეს,“ ამბობს სეჩენი.

მისი თქმით, ანკარა დამასკოსგან სირიელი ქურთების მიერ თურქეთის საზღვარზე ავტონომიური რეგიონის შექმნის შეჩერებას მოელის. დაჯგუფება „სახალხო დაცვის ერთეულს“ თურქეთი „ქურთების მუშათა პარტიასთან“ კავშირების ქონაში სდებს ბრალს.

პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი მიიჩნევს, რომ დამასკოსთან დაახლოების ნებისმიერი მცდელობა, სირიის რეჟიმის წინაააღმდეგ მებრძოლებისთვის საგანგაშო ნიშანი იქნება.

„სირიელ მეამბოხეებს აინტერესებთ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან იცვლება მათი ურთიერთობა თურქეთთან. დიპლომატებში ერთგვარად ცნობილი იყო, რომ თურქეთი სირიაში ჯიჰადისტებს უჭერდა მხარს“

ანკარა, ოფიციალურად, უარყოფს სირიელი მეამბოხეების მხარდაჭერას, მაგრამ დამკვირვებლების ინფორმაციით, თურქეთ-სირიის საზღვარი ოპოზიციური ძალების მომარაგების მთავარი წყაროა.

თურქეთ-სირიის პოლიტიკის მთავარი შემოქმედი თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ იყო, სწორედ მისი იდეა იყო სირიაში ოპოზიციის მხარდაჭერა და ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სირიასთან პოლიტიკის ცვლილება მაისში პრეზიდენტ ერდოღანის მიერ დავითოღლუს თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ დაიწყო.

XS
SM
MD
LG